VIDEO: ინდიანა კონფერენციის ფინალშია, ოკლაჰომამ მე-5 თამაში მოიგო
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეიოფში აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ფინალისტი გაირკვა.
ინდიანა პეისერსმა სერიის მე-5 მატჩში კლივლენდ კავალიერსი 105-114 დაამარცხა და ჯამში 4-1 მოიგო.
გამარჯვებულ გუნდს ტაირეს ჰალიბარტონმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ინდიანამ რეგულარული სეზონის პირველადგილოსანს 5 შეხვედრაში აჯობა და კონფერენციის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბოსტონ სელტიკსსა და ნიუ იორკ ნიქსს (1-3) შორის საუკეთესო იქნება.
სერიის მე-5 თამაში მოიგო ოკლაჰომა სიტი თანდერმაც, რომელმაც დენვერ ნაგეთსს 112-105 აჯობა, თუმცა სიტუაცია აქ უფრო დაძაბულია და სერიაში ანგარიში 3-2 გახდა.
შეხვედრაში გამორჩეულები ნიკოლა იოკიჩი (44 ქულა, 15 მოხსნა) და შაი გილჯეს-ალექსანდერი (31 ქულა) იყვნენ.
გუნდებს შორის მე-6 დაპირისპირება 16 მაისს გაიმართება.