ფიფა ირანის ნაკრების მატჩების სხვა ქვეყანაში გადატანას არ გეგმავს.
მოლაპარაკებები FIFA-სთან - ირანს მუნდიალის მატჩების გადატანა მექსიკაში სურს
მანამდე ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მეჰდი ტაჯმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების მატჩების აშშ-დან მექსიკაში გადატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
თუმცა, როგორც The Times იტყობინება, ეს წინადადება ფიფაში საერთოდ არ განხილულა — მსგავსი ნაბიჯი „განუხორციელებლად“ მიიჩნევა. მატჩებზე ბილეთები უკვე გაყიდულია, მათი გადატანა კი სხვა მონაწილე გუნდებზეც მოახდენს გავლენას.