ჯამალ მუსიალამ, კოჭზე წარმატებით გადატანილი ოპერაციის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართა.
ბაიერნის და გერმანიის ნაკრების მძიმე ტრავმის გამო კრიტიკის ქარცეცხლში პსჟ-ს გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა მოექცა.
„მადლობა იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც თითოეული თქვენგანისგან მივიღე. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სასიამოვნო სანახავია, რომ ასეთ დროს საფეხბურთო სამყარო ერთიანდება და მე ამას მართლა ვაფასებ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ ვიმყოფები.
მინდა ვთქვა, რომ არავის დადანაშაულება არ არის საჭირო. მსგავსი სიტუაციები ხდება ხოლმე. ახლა ვაპირებ, რომ ეს დრო სასიკეთოდ გამოვიყენო, რათა კვლავ დავიგროვო ძალები და პოზიტიური განწყობა.
თქვენთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები." - აღნიშნა მუსიალამ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.