ლუის ენრიკემ მუსიალას ტრავმის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრილი დონარუმა დაიცვა.
მატჩის შემდეგ, რომელიც პსჟ-ს გამარჯვებით 2:0 დასრულდა, დონარუმა კერძოდ მისმა კოლეგამ, მანუელ ნოიერმა გააკრიტიკა.
"იცოდა, რასაც აკეთებდა", - ნოიერმა დონარუმა გააკრიტიკა
„ყველამ, ვინც ჯიჯოს იცნობს, იცის, რამდენად კეთილი ბიჭია. ფეხბურთი - სპორტია, სადაც ზოგჯერ მძიმე ტრავმებიც ხდება, ეს პროცესის განუყოფელი ნაწილია. მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია, ეს აშკარაა.
არ ვაპირებ მუსიალას თანაგუნდელების კომენტარებზე პასუხის გაცემას, იმიტომ რომ ეს ჩემს განკარგულებაში არ შედის. თუმცა, ჯიჯო კარგად გრძნობს თავს.
თავიდან ის ძალიან გულნატკენი იყო, მაგრამ როგორც ვიცი, მუსიალას უკვე დაუკავშირდა და ელაპარაკა. ჯამალს ყველა სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ." - აღნიშნა ენრიკემ.