მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, ლა ლიგის 37-ე ტურში სევილიასთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ განაცხადა, რომ კილიან მბაპესა და ვინისიუს ჟუნიორის თამაშით ძალიან კმაყოფილია.
მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში ვინისიუსმა გაიტანა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა ჩემი მოთამაშით და იმ განწყობით, რომელიც მათ აჩვენეს. გვესმის, რომ სეზონისთვის დასახული მიზნები ვერ შევასრულეთ. აქ უკვე ოთხი თვეა ვმუშაობ და ორივე ფეხბურთელი ცდილობდა, მაქსიმუმი გაეღო. სეზონის განმავლობაში თითოეულ მათგანს თავისი სირთულეები ჰქონდა.
ვფიქრობ, ეს ის ორი მოთამაშეა, რომელთა ხილვასაც მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი ისურვებდა. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ნებისმიერი გუნდი მათ დაუფიქრებლად გააფორმებდა. ისინი სრულიად დარწმუნებით შედიან მსოფლიოს ხუთ ყველაზე სახიფათო და არაპროგნოზირებად ფეხბურთელს შორის.
დღეს ვინისიუსმა გაიტანა, თუმცა კილიანმაც უზარმაზარი სამუშაო შეასრულა. იმედი მაქვს, მომავალ უქმეებზე იღბალი მის მხარეს იქნება, - განაცხადა არბელოამ.