მადრიდის რეალი სმთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, სევილიასთან (1:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მომავალ ტურში რეალს ფეხბურთელი დაემშვიდობება.
ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩს რეალი 23 მაისს, სანტიაგო ბერნაბეუზე, ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ გამართავს.
„მომდევნო მატჩის წინ ბერნაბეუზე რეალს ერთი ფეხბურთელი დაემშვიდობება." - აღნიშნა არბელოამ ისე, რომ სახელი არ უთქვამს.
თუმცა, თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ეს ფეხბურთელი რეალის ვეტერანი მარჯვენა მცველი, დანი კარვახალი იქნება.
კარვახალს რეალთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება და იმავე პრესის თანახმად, მხარეები გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.