რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, უპასუხა კითხვას მადრიდული გუნდის შემადგენლობაში „ხელშეუხებელი“ ფეხბურთელების შესახებ.
„ვინისიუსი, მბაპე, ბელინგემი და ვალვერდე ხელშეუხებლები არიან? ვხვდები ასეთ საუბრებს, მაგრამ მე მინდა მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. რაც უფრო მეტ სათამაშო დროს იღებენ, მით უკეთესია.
ეს ვიხილეთ ვილიარეალთან მატჩშიც – კილიან მბაპეს გოლი ვინისიუს ჯუნიორის ძალიან კარგი მოქმედების შედეგი იყო. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის ბედი ნებისმიერ მომენტში შეცვალონ.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეალის გულშემატკივრები არ არიან და არ სურთ მათი მოედანზე ხილვა, მაგრამ ეს ფეხბურთელები მსოფლიოს ათ საუკეთესო მოთამაშეს შორის შედიან.
საქმე ჩემს ნდობაში კი არაა, არამედ მათ თამაშში, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მოედანზე იყვნენ“, – განაცხადა არბელოამ რაიო ვალეკანოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.