ბელგიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა დაასახელა საუკეთესო კლუბი, სადაც კარიერის განმავლობაში უთამაშია.
– საუკეთესო კლუბი, სადაც გითამაშია? ალბათ ჩელსი?
არა, საუკთესო რეალია. ჩელსიში გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო, მაგრამ რეალი – ნომერ პირველი კლუბია.
– ბარსელონას რომ შემოთავაზება გაეკეთებინა, დათანხმდებოდი?
არასოდეს. ბავშვობიდან რეალში თამაში მინდოდა. როცა ფეხბურთი დავიწყე, მამას სულ ვეუბნებოდი: , მამა, მე რეალში თამაში მინდა“.
რა თქმა უნდა, ბარსა, მათი სათამაშო სტილი, მესი, მაგრამ... Hala Madrid." – თქვა აზარმა.