მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ბაიერნთან შინ განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მიუხედავად წაგებისა, ესპანელი სპეციალისტი საპასუხო შეხვედრის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„ცოტა მეტი იღბალი და მეორე ტაიმში ასეთ სცენარს თავიდან ავიცილებდით. ბურთის დაკარგვისას ორი შეცდომა დავუშვით, რაც დაუშვებელი იყო — ამაზე მატჩის წინაც ვსაუბრობდით. ასეთი დონის მეტოქე შეცდომებს არ გპატიობს. თუმცა, გატანილი გოლი იმედს გვიტოვებს. თუ ვინმეს შეუძლია მიუნხენში გამარჯვება, ეს რეალია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მანუელ ნოიერი დასახელდა? ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ მათი დამწუხრება შეგვიძლია. ბაიერნი აქ უფრო შეკრული გუნდის სტატუსით ჩამოვიდა, ისინი დიდი ხანია ერთად თამაშობენ. თუმცა, ამ მატჩისგან ბევრს ვისწავლით.
ვისაც წარმატების არ სჯერა, შეუძლია მადრიდში დარჩეს. ჩემს ფეხბურთელებს ძლიერი ხასიათი აქვთ და პირველი, რაც გასახდელში თქვეს, იყო: „ჩვენ იქ მოვიგებთ." — აღნიშნა ესპანელმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა მიუნხენში 15 აპრილს გაიმართება.