ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, რაულ ასენსიოს ალვარო არბელოასთან დიდი კონფლიქტი ჰქონდა.
როდესაც არბელოამ გადაწყვიტა, რომ ასენსიო მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ სასტარტო შეამდგენლობაში არ დაეყენებინა, რაული ძალიან გაბრაზდა და ამ საკითხზე მწვრთნელს დაუპირისპირდა.
ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. არბელოამ გადაწყვიტა ასენსიო ელჩეს წინააღმდეგ ძირითადში დაეყენებინა, თუმცა მატჩის დღეს, დილის გახურების სესიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ასენსიო მოულოდნელად გამოჩნდა არბელოას კაბინეტში ექიმთან ერთად და აცნობა, რომ კუნთის მცირე დისკომფორტი ჰქონდა და თავს თამაშისთვის მზად არ გრძნობდა, რამაც ძალიან გააღიზიანა არბელოა.
არბელოამ ამის შემდეგ რუდიგერს, რომელსაც დასვენება ჰქონდა დაგეგმილი, უთხრა, რომ ელჩეს წინააღმდეგ მაინც მოუწევდა თამაში, რაც რუდიგერს ძალიან არ ესიამოვნა, რადგან ის მკაცრად იცავს საკუთარ გეგმასა და მატჩისთვის მომზადების პროტოკოლს.
ამის შემდეგ არბელოამ ასენსიო ელჩეს, სიტისა და ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩების განაცხადებიდან ამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვეულებრივ ვარჯიშობდა. მიზეზი ის იყო, რომ ასენსიომ გუნდს არბელოას გადაწყვეტილების კრიტიკისთვის არ მოუბოდიშა.
ასენსიომ შემდეგ მოუბოდიშა არბელოას, მაგრამ მწვრთნელმა სთხოვა, რომ ეს გუნდის წინაშეც გაეკეთებინა. სანამ ამას არ გააკეთებდა, განაცხადში არ მოხვდებოდა.
სიტუაცია იმაზე მეტად დაიძაბა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რადგან ასენსიო ფიქრობდა, რომ თანაგუნდელებისთვის ბოდიშის მოხდა არ ევალებოდა. თავდაპირველად მან ეს არ გააკეთა.
ერთ-ერთი ვარჯიშის წინ შეკრების ბოლოს არბელოამ იკითხა: „ვინმეს რამე აქვს სათქმელი?“ - იმ იმედით, რომ ასენსიო ბოდიშს მოიხდიდა. ცენტრალურმა მცველმა თავი დახარა და არაფერი თქვა, რის გამოც არბელოა შემადგენლობაში კვლავ არ აყენებდა მას.
საბოლოოდ, საერთაშორისო პაუზის შემდეგ, ასენსიომ გადაწყვიტა, რომ საქმე დაესრულებინა და გუნდს მოუბოდიშა. ბოდიშის შემდეგ ის დაბრუნდა განაცხადში მალიორკას წინააღმდეგ და ასევე მოხვდა ბაიერნის წინააღმდეგაც შემადგენლობასი, თუმცა არცერთ მატჩში არ უთამაშია.