რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, კილიან მბაპეს სკანდალურ ინტერვიუს უპასუხა.
„არბელოამ მითხრა, რომ შეტევაში მისი მე-4 არჩევანი ვარ", - მბაპეს სკანდალური ინტერვიუ
„მბაპესთვის არასდროს მითქვამს, რომ ის მადრიდის მხოლოდ მე-4 თავდამსხმელია. სავარაუდოდ, მან ვერ გამიგო. არ ვიცი, რას გულისხმობს. როგორ შემეძლო მისთვის ასეთი რამ მეთქვა?! არც კი ვიცი, ეს როგორ შევაფასო... გუნდში ოთხი თავდამსხმელი არც კი მყავს.
თუ 4 დღის წინ განაცხადშიც ვერ მოხვდი, დღეს სასტარტოში ვერ მოხვდებოდი
კილიანი ნაწყენია, რომ ოვიედოსთან სასტარტოში არ იყო? 4 დღის წინ მან კლასიკო გამოტოვა, სათადარიგო სკამზეც კი არ ყოფილა. ჩემთვის აშკარაა, რომ მოთამაშე, რომელმაც წინა შეხვედრაზე წამოსვლა ვერ შეძლო, დღეს ძირითადში ვერ მოხვდებოდა. ოვიედოსთან მატჩი ფინალი არ არის, ჩვენ ისევ ვითამაშებთ 3 დღეში.
არავისთან მაქვს პრობლემა. მე მწვრთნელი ვარ და მე ვწყვეტ, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ფეხბურთელის სტატუსის მიუხედავად. ჩემთვის სულერთია, თუ მოთამაშეები ჩემს გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან. ბოლომდე გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს მივიღებ. გონსალო იმსახურებდა ოვიედოსთან შეხვედრის სასტარტოდან დაწყებას.
მბაპემ თქვა, რომ პირველ ნახევარში გუნდს სტრუქტურა ჰქონდა, შემდეგ კი დაკარგა? არ ვიცი, რა ვთქვა. შესაძლოა იმიტომ ფიქრობს ასე, სეზონის პირველ ნახევარში მან მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მეორეში.
ბერნაბეუზე ფანების სტვენა მბაპეს მისამართით? ყოველთვის მინდა, რომ ჩვენი გულშემატკივრები ყველა მოთამაშეს მხარს უჭერდნენ. როდესაც მბაპე და ვინისიუსი კვლავ დაიწყებენ მოგებებს და გოლების გატანას, ფანები ისევ ტაშს დაუკრავენ.
ვისაც არ მოვწონვარ - შემდეგ მწვრთნელს დაელოდონ
ზოგიერთი მოთამაშე უმადური და უსამართლოა ჩემ მიმართ? ვიცი ფეხბურთელების ხასიათი. არ ველოდები, რომ იმავეთი გადამიხდიან, რასაც მე მათ ვაძლევ. მესმის, როგორი ეგო აქვთ მოთამაშეებს. მაგრამ თუ ვინმეს ჩემი გადაწყვეტილებები არ მოსწონს - დაელოდონ შემდეგ მთავარ მწვრთნელს.