მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, კილიან მბაპეს სკანდალურ განცხადებას უპასუხა.
„არბელოამ მითხრა, რომ შეტევაში მისი მე-4 არჩევანი ვარ", - მბაპეს სკანდალური ინტერვიუ
არბელოამ კატეგორიულად უარყო მბაპესთვის მეოთხე თავდამსხმელის დაძახება და განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს. მწვრთნელის განცხადებით, მბაპემ მისი ნათქვამი არასწორად გაიგო.
მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ ოვიედოსთან მატჩში მბაპეს სასტარტოში არყოფნა მხოლოდ რისკების თავიდან აცილებას ემსახურებოდა, რადგან გუნდს კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს სევილიასთან, სადაც კილიანი პირველი არჩევანი იქნება.
"მე ვიღებ გადაწყვეტილებას, მე ვარ მწვრთნელი,“ - განაცხადა არბელოამ. მან ასევე დაადასტურა, რომ ურთიერთობის პრობლემები მხოლოდ მბაპესთან არ აქვს და მსგავსი დაძაბულობა სხვა ფეხბურთელებთანაც ფიქსირდება.
არბელოას თქმით, მას ესმის მოთამაშეების უკმაყოფილების, თუმცა მისი სინდისი სუფთაა და ბოლომდე ისე იმოქმედებს, როგორც კლუბისთვის მიაჩნია სწორად. მან დაამატა, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს თავის მიდგომებში, რადგან კარგად იცის, როგორ ფიქრობენ ამ დონის ვარსკვლავები.