• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
„არბელოამ მითხრა, რომ შეტევაში მისი მე-4 არჩევანი ვარ", - მბაპეს სკანდალური ინტერვიუ
ფეხბურთიფეხბურთი

„არბელოამ მითხრა, რომ შეტევაში მისი მე-4 არჩევანი ვარ", - მბაპეს სკანდალური ინტერვიუ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოვიედოსთან გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელშიც კილიან მბაპე მოედანზე ცვლილებაზე შევიდა და გულშემატკივართა სტვენის ობიექტიც გახდა, ფრანგმა სკანდალური ინტერვიუ მისცა.


„დღევანდელ მატჩში სასტარტოში მოსახვედრად მზად ვიყავი, მაგრამ არბელოამ მითხრა, რომ დღევანდელი თამაშისთვის გუნდში მხოლოდ მეოთხე თავდამსხმელი ვიყავი მასტანტუონოს, ვინისიუსისა და გონსალოს შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივი უნდა სცე. მეტი მუშაობა მჭირდება, რომ მათ ვაჯობო.


ჩემი მოგზაურობა იტალიაში? ამაზე კლუბისგან ნებართვა მქონდა. იმ მომენტში ესპანეთი მადრიდის მხოლოდ მე არ დამიტოვებია. დავუშვი თუ არა შეცდომა იტალიაში წასვლით? ჩემი შეცდომა ისაა, რომ ამ სეზონში ტიტულები ვერ მოვიგეთ.


ჩემი მომავალი? რეალის დატოვება არ მინდა. რატომ უნდა წავიდე?!


სტვენისგან არავინ მოკვდება


დღეს ბერნაბეუზე ფანებმა დამისტვინეს? ეს ცნობილი ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია, ამისგან არავინ მოკვდება.


ამ სეზონის შედეგები მტკივნეულია, რადგან მიმდინარე სეზონის სტარტზე ვაჩვენეთ, რომ დიდი საქმეების გაკეთება შეგვეძლო. გვარების დასახელებას არ ვაპირებ, აქ მხოლოდ კლუბის დასაცავად ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში, უტიტულოდ დარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია.


ალონსოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ყველამ იცის, რას ვფიქრობ მასზე, მაგრამ ეს უკვე წარსულია. სეზონი კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი დავკარგეთ. ვგრძნობ, რომ გვქონდა თამაშის სტილი, სტრუქტურა... და ეს ყველაფერი დავკარგეთ.


როგორ შეიძლება არბელოასთან პრობლემა მქონდეს?!


ახლა წინ უნდა ვიყუროთ და იმაზე ვიფიქროთ, რა გავაუმჯობესოთ. არბელოასთან პრობლემა არ მაქვს. როგორ შეიძლება მქონდეს პრობლემა მწვრთნელთან მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვთამაშობ?! ყველა სპეციალისტს თავისი ფილოსოფია და იდეები აქვს.


ტრავმა, რომლის გამოც კლასიკო გამოვტოვე, ცოტა მტკივნეული იყო. მეწყინა, რომ ბარსელონას წინააღმდეგ ვერ ვითამაშე, რადგან მათთან თამაში მიყვარს და ყოველთვის გამაქვს გოლები მათ კარში.


მწყინს, როცა ამბობენ, რომ მოედანზე შეგნებულად არ გავდივარ


ჩემი ფორმა? მიმდინარე სეზონში მართლაც რაღაც მაკლდა. მუხლის ტრავმა ჩემთვის ნამდვილი თავისტკივილი იყო. თავიდან მადრიდის სამედიცინო შტაბმა არასწორი მუხლი გამომიკვლია? მადრიდი არასდროს ცდება. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ნებისმიერ შემთხვევაში, მტკენს ის ფაქტი, როცა ამბობენ, თითქოს მოედანზე გასვლა არ მინდა, მე ხომ ყოველთვის მინდა თამაში.


ბევრს თამაშობსო... არ ვითამაშე და გამოვვარდით


სეზონის პირველ ნახევარში ზოგიერთი ფანი ამბობდა, რომ მეტი დასვენება მჭირდებოდა, რადგან ბევრს ვთამაშობდი. ახლა კი იგივე ხალხი ამბობს, რომ თამაში არ მინდა! ამას აზრი არ აქვს. მაგალითად, არ მივიღე მონაწილეობა თასის მატჩში ალბასეტესთან და მაშინ გამოვვარდით ტურნირიდან.


ჩხუბი ჩუამენისა და ვალვერდეს შორის? როდესაც მადრიდის საწვრთნელი ბაზა დავტოვე, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.


პერესი მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტია. გვიმართლებს, რომ ის გვყავს. არ დაგავიწყდეთ, რა გააკეთა ფლორენტინომ მადრიდისთვის.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

არბელოა
ლა ლიგა
მბაპე
რეალი
ესპანეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პერესის შელაპარაკება ფანებთან და ჩამორთმეული ბანერები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესის შელაპარაკება ფანებთან და ჩამორთმეული ბანერები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს პირველი კომენტარი იტალიურ ვოიაჟზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს პირველი კომენტარი იტალიურ ვოიაჟზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოას პასუხი მბაპეს: „მე ვარ მწვრთნელი და გადაწყვეტილებებს მე ვიღებ“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოას პასუხი მბაპეს: „მე ვარ მწვრთნელი და გადაწყვეტილებებს მე ვიღებ“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ასეთი რაღაც როგორ უნდა მეთქვა?", - არბელოა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ასეთი რაღაც როგორ უნდა მეთქვა?", - არბელოა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

პერესის შელაპარაკება ფანებთან და ჩამორთმეული ბანერები

News image

2 სთ წინ

მბაპეს პირველი კომენტარი იტალიურ ვოიაჟზე

News image

2 სთ წინ

არბელოას პასუხი მბაპეს: „მე ვარ მწვრთნელი და გადაწყვეტილებებს მე ვიღებ“

News image

2 სთ წინ

„ასეთი რაღაც როგორ უნდა მეთქვა?", - არბელოა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება