ბარსელონას ყოფილმა მცველმა, მარიო სუარესმა, გუნდის ამჟამინდელი ლიდერის, ანტუან გრიზმანის უგოლო სერიაზე ისაუბრა.
ფრანგ ფეხბურთელს გოლი 17 თამაშია არ გაუტანია.
- გრიზმანს 17 თამაშია გოლი არ გაუტანია. ვიხილავთ თუ არა ოდესმე ფრანგის კარგ ვერსიას?
„მის ნიჭში ეჭვი არ მეპარება. პსჟ-ს წინააღმდეგ გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ვერ გაიტანა და ანგარიში 0:2 გახდა. საქმე ისაა, რომ ანტუანი ასაკში შედის, ის არასდროს ყოფილა ვარსკვლავი, რომელიც მხოლოდ შეტევაზეა ორიენტირებული, ის ყველას მაგალითს აძლევს.
ატლეტიკო მადრიდი ისე თამაშობს, რომ მას ხშირად კარისგან 70 მეტრის მოშორებით უწევს ყოფნა. რაც უფრო ახლოს არის ის მეტოქის საჯარიმოსთან, მით უფრო უკეთ ჩანს მისი შესაძლებლობები.
როცა გრიზმანი დაიბრუნებს ამ სილაღეს, მას გუნდისთვის ბევრის მოტანა შეეძლება, განურჩევლად იმისა, 50 მატჩს ითამაშებს, 30 თუ სულაც 20-ს." - აღნიშნა სუარესმა.