ანტუან გრიზმანმა მეოთხე შვილის დაბადების შესახებ განაცხადა.
ატლეტიკოს ფორვარდმა ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
გოგონა, რომელსაც შაი გრიზმან ჩოპერენა დაარქვეს, სამყაროს 15 ივნისს მოევლინა.
საინტერესოა, რომ ამ ბავშვის დაბადებით გრიზმანების ოჯახში ერთგვარი ტრადიცია დაირღვა - ანტუანისა და მისი მეუღლის წინა სამ შვილს ერთ დღეს, 8 აპრილს აქვთ დაბადების დღე.
შესაბამისად, შაი გრიზმანი პირველი ბავშვია ოჯახში, რომელსაც დაბადების დღე არა 8 აპრილს, არამედ 15 ივნისს ექნება.