გერმანული Sky Sport-ის ინფორმაციით, ქარიმ ადეიემიმ ბარსელონასთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
თავდამსხმელს კატალონიურ კლუბში გადასვლა და ჰანსი ფლიკთან მუშაობა სურს.
დორტმუნდის ბორუსია და ბარსელონა ამჟამად კონკრეტულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
ბარსელონას ინტერესის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟერარ რომერომ გაავრცელა.
ვარსკვლავური აგენტი ჟორჟე მენდეში, რომელიც ასევე ლამინ იამალის ინტერესებს წარმოადგენს, და ბორუსიას ხელმძღვანელები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებისას შეთანხმებას ვერ აღწევდნენ.
ახლა კი ბარსელონა პროცესს ჰანსი ფლიკის სურვილის გამო აჩქარებს, სწორედ ფლიკის ხელმძღვანელობით იქცა ადეიემი გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელად.
ქარიმ ადეიემის დორტმუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
Sky-ის ინფორმაციით, ბარსელონას პირველი ოფიციალური შეთავაზება დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს. კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ 1 წლის დარჩენის გამო, დორტმუნდის ბორუსიას სასურველი 40 მილიონი ევროს მიღება გაუჭირდება.