El Confidencial-ის მიერ გავრცელებულმა ისტორიამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია — ირკვევა, რომ ფლორენტინო პერესი ჟოან ლაპორტას ბარსელონას პრეზიდენტად არჩევაში უშუალოდ იყო ჩართული.
წყაროს ინფორმაციით, ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების დროს ლაპორტას კანდიდატურის დასაყენებლად საჭირო იყო 124.6 მილიონი ევროს დეპოზიტის უზრუნველყოფა. ბანკი Sabadell ამ თანხის დამტკიცებაზე თავს იკავებდა კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, თუმცა ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც პროცესში ფლორენტინო პერესი პირადად ჩაერთო და ბანკი ამ ნაბიჯის გადადგმაზე დაიყოლია.
ახალი ერა რეალში? პერესს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
აღნიშნულია, რომ პერესმა ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ იმ პერიოდში ლაპორტას სუპერლიგის მოკავშირედ აღიქვამდა. მოგვიანებით კი ბარსელონამ სუპერლიგა დატოვა.
მას შემდეგ, რაც ბარსელონამ სუპერლიგა დატოვა, ფლორენტინო პერესსა და ლაპორტას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.