• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ლა ლიგაში ინტრიგა გაცოცხლდა — სოსიედადმა ბარსელონას წარმატებული სერია შეწყვიტა
ფეხბურთიფეხბურთი

ლა ლიგაში ინტრიგა გაცოცხლდა — სოსიედადმა ბარსელონას წარმატებული სერია შეწყვიტა

12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლა ლიგის მე-20 ტურში სოსიედადმა საკუთარ მოედანზე ბარსელონა დაამარცხა.


ლა რეალე არენაზე გამართული დაპირისპირება ბასკური გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.


ბარსელონა მატჩში დიდ უპირატესობას ფლობდა და არაერთი საგოლე მომენტიც ჰქონდა — მასპინძელთა კარი რამდენჯერმე ძელმა იხსნა, ასევე საოცარი სეივებით შეძლო თავის გამოჩენა მეკარე ალექს რემირომაც.


სამაგიეროდ, სოსიედადმა თავისი შანსები იდეალურად გამოიყენა და ორი გოლის გატანა მოახერხა. პირველი ტამის 32-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა შეძლო ანგარიშის გახსნა და თავის გუნდს პირველი ნახევარი მოაგებინა.


მეორე ნახევარში ბარსა უპირატესობას ზრდიდა და 70-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება — თავი ცვლილებაზე შემოსულმა მარკუს რაშფორდმა გამოიჩინა.


თუმცა, მაშინ როდესაც ყველა ბარსას მეორე გოლს ელოდა, მასპინძლებმა გაშვებიდან ერთ წუთშივე შეძლეს უპირატესობის აღდგენა — გონსალო გედეშმა საგოლე პასს გოლიც მიამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


დარჩენილ დროში ბარსა გათანაბრებასთან ახლოს რამდენჯერმე იყო, თუმცა რემიროს კარის აღება ამ მატჩში მეტჯერ ვეღარ შეძლო.


ბარსელონას ყველა ტურნირზე ზედიზედ 11-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა, გუნდს 49 ქულა დარჩა და რეალს უკვე არა ოთხით, როგორც ამ ტურის წინ იყო, არამედ ერთი ქულით უსწრებს. 


სოსიედადმა კი ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ნელ-ნელა ევროტურნირების ზონასაც უახლოვდება — 20 მატჩში გუნდს 24 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ლა ლიგა
ბარსელონა
სოსიედადი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"თითქოს მეუბნებოდა, შენზე მაგარი ვარო", — დე იონგმა მსაჯი გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თითქოს მეუბნებოდა, შენზე მაგარი ვარო", — დე იონგმა მსაჯი გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ლა ლიგას კარგი მსაჯები ჰყავს, მაგრამ ეს კაცი...", — ფლიკმა სოსიედადთან მატჩის არბიტრი გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ლა ლიგას კარგი მსაჯები ჰყავს, მაგრამ ეს კაცი...", — ფლიკმა სოსიედადთან მატჩის არბიტრი გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ესეიგი ჩვენიანი არც ყოფილხარ: რეალის ფეხბურთელთა პოზიცია გულშემატკივრის სტვენაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ესეიგი ჩვენიანი არც ყოფილხარ: რეალის ფეხბურთელთა პოზიცია გულშემატკივრის სტვენაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ლაპორტას გაპრეზიდენტებას პერესს უნდა უმადლოდეს — ესპანური პრესა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა ლაპორტას გაპრეზიდენტებას პერესს უნდა უმადლოდეს — ესპანური პრესა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

"თითქოს მეუბნებოდა, შენზე მაგარი ვარო", — დე იონგმა მსაჯი გააკრიტიკა

News image

1 სთ წინ

"ლა ლიგას კარგი მსაჯები ჰყავს, მაგრამ ეს კაცი...", — ფლიკმა სოსიედადთან მატჩის არბიტრი გააკრიტიკა

News image

18 იან, 2026

ესეიგი ჩვენიანი არც ყოფილხარ: რეალის ფეხბურთელთა პოზიცია გულშემატკივრის სტვენაზე

News image

17 სთ წინ

ბარსელონა ლაპორტას გაპრეზიდენტებას პერესს უნდა უმადლოდეს — ესპანური პრესა

კომენტარები