ფლორენტინო პერესს რეალის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე რეალური კონკურენცია ელოდება.
Radio MARCA-ს ინფორმაციით, სერიოზულმა და ფინანსურად ძლიერმა კანდიდატმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ფლორენტინო პერესს ან მის მიერ მხარდაჭერილ ფიგურას დაუპირისპირდეს. კლუბის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2028/29 წლებშია დაგეგმილი.
წყაროს ცნობით, კანდიდატი აკმაყოფილებს ყველა აუცილებელ მოთხოვნას:
მას კლუბის წევრობის 20 წელზე მეტი სტაჟი აქვს
შეუძლია პირადად უზრუნველყოს 187 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური გარანტია [რაც სავალდებულო პირობაა]
არ იქნება დამოკიდებული ინვესტორებზე ან მმართველი საბჭოს წევრებზე
დაელოდება ოფიციალური საარჩევნო პერიოდის დაწყებას და საჯარო დაპირისპირებაში არ შევა, თუ პერესი კლუბის პრივატიზაციის იდეას არ წამოსწევს.
ეს ნიშნავს, რომ ფლორენტინო პერესი ვეღარ გაიმეორებს 2013, 2017, 2021 და 2025 წლების სცენარს, როდესაც არჩევნებში ფაქტობრივად უკონკურენტოდ მონაწილეობდა დაჩქარებული და მკაცრი საარჩევნო წესების პირობებში.
ამრიგად, მრავალი წლის შემდეგ პირველად, რეალის წევრებს შესაძლოა რეალური არჩევანი ჰქონდეთ — მეტი გამჭვირვალობა, დებატები და კლუბის მომავლის ალტერნატიული ხედვა.
ბოლოს პერესს საპრეზიდენტო არჩევნების წინ კონკურენტი 2021 წელს ჰყავდა, როცა 32 წლის ენრიკე რიკელმე რეალის 3.0 ვერსიის დადების პირობას დებდა და მწვრთნელად იურგენ კლოპის მოყვანა სურდა, თუმცა პერესმა არჩევნები ივლისიდან აპრილზე გადმოსწია, რის გამოც რიკელმემ საკმარისი დროის უქონლობიდან გამომდინარე, თავისი კანდიდატურა ჩახსნა.