ლა ლიგის მეცხრე ტურში ბარსელონასა და ბეტისის დაპირისპირებას სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა.
43-ე წუთზე ანდალუსიელებმა ანგარიში 2:2 გახადეს, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ კუჩო ერნანდესზე ხელით თამაში დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.
ტურის დასრულების შემდეგ გავრცელდა კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბარსელონას ფეხბურთელები მთავარ არბიტრზე აქტიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და ეპიზოდის გადამოწმებას პირდაპირ კარნახობდნენ. ამ ფაქტმა რეალის ოფიციალური ტელევიზიის უმწვავესი რეაქცია გამოიწვია. მადრიდული არხის განცხადებით, მოახლოებულ ელ კლასიკოში რეალს 17 მსაჯის წინააღმდეგ მოუწევს თამაში: მოედნის სამი არბიტრის, მეოთხე მსაჯის, ვიდეორეფერისა და მისი ასისტენტის გარდა, საქმეში ბარსელონას 11 მოთამაშე იქნება ჩართული, რომლებიც უკვე მსაჯების მოვალეობას ითავსებენ.
რეალის ტელევიზიაში აღნიშნავენ, რომ ახლა სწორედ ბარსელონას ფეხბურთელები წყვეტენ, რა უნდა გადაამოწმოს VAR-მა, რაც სხვა ნებისმიერ ჩემპიონატში უპასუხოდ არ დარჩებოდა.