ბარსელონამ სეზონის საწყისი 10 ოფიციალური მატჩი მოიგო.
კატალონიურმა კლუბმა ასეთი შედეგი ბოლოს 1923/24 წლების სეზონში დააფიქსირა.
VIDEO: მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ - ბარსელონამ გალათასარაიც გაანადგურა
ჰანსი ფლიკის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურში სტუმრად გალათასარაი 4:1 დაამარცხა და გამარჯვებების სერია გააგრძელა.
ამ სეზონში ბარსელონამ ყველა ტურნირზე ჩატარებული ათივე შეხვედრა მოიგო, ბურთების საერთო შეფარდება კი 43:9 აქვს.
კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობენ და ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის ცხრილშიც პირველ ადგილზე არიან.