3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 სათამაშო ტური დღეს, 14 ოქტომბერს გაიმართება.
ტრადიციულად, ორი თამაში ნაადრევად არის გამოტანილი და ერთ-ერთში მამარდას ლივერპული ავსტრიულ ლასკს ესტუმრება.
ფეიენოორდი - კომო
პირველ ტურში ფეიენოორდი სტუმრად ბარსელონასთან 1:5 განადგურდა, კომომ კი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი გერმანული ლაიფციგის გადავლით აღნიშნა. ნიდერლანდელები პირველი გამარჯვების მოპოვებას და განწყობის შეცვლას ეცდებიან, იტალიელები კი - წარმატებული სტარტის გამყარებას.
ლასკი - ლივერპული
პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში ლივერპულმა მადრიდის ატლეტიკო საკუთარ მოედანზე დაამარცხა, ლასკმა კი სტუმრად ათენის აეკთან წააგო. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მატჩს ლივერპულისთვის ბოლო უიქენდის შედეგმა შესძინა, როცა საკუთარ მოედანზე წითლები სიტისთან 0:3 განადგურდნენ. ვინ იცის, ეგებ მამარდასაც მიეცეს შანსი თან.
რომა - რეალი
რეალი ჩემპიონთა ლიგას იტალიური გუნდების წინააღმდეგ იწყებს - პირველ ტურში მადრიდელებმა ინტერს 2:1 აჯობეს, ახლა კი რომასთან მოუწევთ სტუმრად ჭიდილი, რომელმაც პირველ ტურში ფენერბაჰჩესთან გასვლაზე ფრე (1:1) ითამაშა. განსაკუთრებით საინტერესოა ორი ვეტერანი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირება.
ასტონ ვილა - ფენერბაჰჩე
პირველ ტურში ასტონ ვილამ ბრიუგე სტუმრად 3:2 დაამარცხა. თითქოს არაფერი, მაგრამ როცა გვახსენდება, რომ გუშინ იმავე ბრიუგემ ინტერს გასვლაზე მოუგო 4:3, მაშინ ბირმინგემელების ამ შედეგს განსაკუთრებული ფასიც ეძლევა. ფენერბაჰჩემ, თავის მხრივ, რომას ვერ მოუგო პირველ ტურში (1:1).
ბეტისი - პორტუ
ანდალუსიურმა კლუბმა პირველ ტურში სტუმრად ლილი დაამარცხა 3:2, პორტო კი ბრძოლაში მან სიტისთან დამარცხდა საკუთარ მოედანზე (0:2).
ბოდო/გლიმტი - დორტმუნდი
გასული სეზონის სენსაციამ ტურნირი ბაიერნთან 0:5 განადგურებით დაიწყო, ახლა კი მეორე გერმანული კლუბი ეწვევა სტუმრად, რომელმაც პირველ ტურში ვილიარეალს ყვითლების დერბიში 3:2 აჯობა.
მან სიტი - პსჟ
ტურის ცენტრალური შეხვედრა ეტიჰადზე გაიმართება, სადაც კვარას პსჟ ჩადის სტუმრად. პირველ ტურში პარიზელებმა საკუთარ მოედანზე სლოვან ბრატისლავა კვარას მონაწილეობის გარეშე გაანადგურეს (6:1), თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ამჟამად ქართველი ვარსკვლავი სასტარტოში მოხვდება. სიტის რაც შეეხება, ქალაქელებმა პირველი ტურის მატჩში სტუმრად პორტუ 2:0 დაამარცხეს.
შახტარი - აეკი
პირველ ტურში დონეცკური გუნდი პსვ-ს დაუზავდა (1:1), აეკმა კი საკუთარ მოედანზე ლასკს აჯობა (1:0).
სლოვანი - შტუტგარტი
პირველ მატჩში სლოვანი სტუმრად ბოლო ორი წლის გამარჯვებულ პსჟ-სთან 1:6 განადგურდა, შტუტგარტმა კი გუშინდელი სენსაცია ვიკინგი 3:1 დაამარცხა. გუშინდელი სენსაცია კი იმიტომ, რომ ნორვეგიელებმა შინ ბაიერნს არაფერი დაუთმეს, 3 გოლი გაუტანეს და ქულაც გამოგლიჯეს ბოლო წუთებზე ხელიდან.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები