ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურში გალათასარაისთან გამარჯვება (4:1) შეაფასა და ლამინ იამალის თამაშიც გამოარჩია.
„კარგად ვითამაშეთ, თუმცა მარტივი მატჩი არ ყოფილა. მეტოქემ ერთი მომენტი შექმნა და დაწინაურდა, მაგრამ სათანადოდ ვუპასუხეთ და თამაშში დავბრუნდით.
ჩემპიონთა ლიგაზე იოლი არაფერია. შეტევის დასკვნით ფაზაში ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, თუმცა ასეთ ატმოსფეროშიც მოვახერხეთ გამარჯვება.
ლამინს დღეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ორი თუ სამი საგოლე მომენტი შექმნა. ის წარმოუდგენელია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“, - თქვა ფლიკმა Movistar-თან ინტერვიუში.