ბარსელონამ 2027/28 წლების სეზონის პირველი ნახევრისთვის მონჟუიკის სტადიონის გამოყენების ნებართვა მოითხოვა.
ეს ნაბიჯი პრევენციულია იმ შემთხვევისთვის, თუ სპოტიფაი კამპ ნოუს ახალი სახურავის მონტაჟი იმაზე მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია.
იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონის გაფართოება კვლავ რჩება ერთ-ერთ ვარიანტად, თუმცა ამჟამად მონჟუიკი უფრო რეალურ ალტერნატივად განიხილება.
შეგახსენებთ, რომ კამპ ნოუს რეკონსტრუქციის გამო ბარსელონამ მონტჟუიკზე ორი სეზონი გაატარა და კამპ ნოუზე ამ სეზონის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გადავიდა, თუმცა სტადიონზე სარემონტო სამუშაოები პარალელურად მაინც მიმდინარეობს.