• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
“ლაპარაკი მარტივია” - ბარსელონას რევანში ელ კლასიკოში
ფეხბურთიფეხბურთი

“ლაპარაკი მარტივია” - ბარსელონას რევანში ელ კლასიკოში

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2025/26 წლების ლა ლიგის სეზონის მე-10 ტურში ელ კლასიკო შედგა - მადრიდის რეალმა ბარსელონას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 


სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა - წითელ-ყვითელი ბარათების კორიანტელი, გოლები, სეივები, მოგერიებული თერთმეტმეტრიანი და დაძაბულობის პიკი. 


თამაშის მომგები აღმოჩნდა ჯუდ ბელინგემის პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი გოლი - რეალი ცხრილში ხუთი ქულით დაწინაურდა.  ფინალური სასტვენის შემდეგ მადრიდელებმა გამარჯვება საკმაოდ ემოციურად აღნიშნეს - მოედანზე შევარდნილი ჯუდ ბელინგემის დაწყებული წვეულება გასახდელშიც გაგრძელდა.



ცეცხლს ნავთი ჯუდმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით დაასხა - გოლის აღნიშვნის ფოტო დართული ტექსტი:


ლაპარაკი მარტივია. დიდება მადრიდს სამუდამოდ!!!



მატჩის მომდინარეობისას ჩაბი ალონსოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილმა ვინიციუს ჟუნიორმა უკმაყოფილება არ დამალა. კლასიკოს შემდეგ მადრიდის რეალში რთული პროცესები დაიწყო, რომელმაც პიკს იანვარში, ბარსელონასთან წაგებული სუპერკოპას ფინალში მიაღწია. 


ჩაბი ალონსო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, ვაკანტური თანამდებობა კი ალვარო არბელოამ დაიკავა. სეზონის მანძილზე მადრიდელთა არასტაბილურობა შედეგებშიც აისახა - 35-ე ტურში გასამართი კლასიკოს წინ რეალი ბარსელონას 11 ქულით ჩამორჩებოდა. ბარსელონას ისტორიული შანსი მიეცა - ესპანეთის ჩემპიონობა მადრიდის რეალთან მატჩის შემდეგ ეზეიმა, კატალონიელებს ამისთვის ფრეც ჰყოფნიდათ.


ლამინ იამალის გარეშე დარჩენილმა ბარსამ კამპ ნოუზე გამართული კლასიკო  დამაჯერებლად  დაიწყო - კატალონიელებმა მატჩის პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს. კურტუას კარში გოლები მარკუს რაშფორდმა და ფერან ტორესმა გაიტანეს. 



ინგლისელმა ანგარიში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა, ხოლო ესპანელმა დანი ოლმოს დაუფასა საოცარი გადაცემა. დაძაბულობა არც ამ მატჩს დაჰკლებია - სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა რაც მოედანზე პაბლო გავი და რაფინია გამოჩნდნენ. 



დაძაბული მეორე ტაიმის მიუხედავად, მადრიდელებმა ბარსელონას კარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს - პირველი ტაიმის ანგარიში უცვლელი დარჩა. კამპ ნოუზე ზეიმი დაიწყო - გუნდს ტრიბუნაზე მყოფი ფეხბურთელებიც შემოუერთდნენ.



ლამინ იამალმა, რომელიც მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს და არაერთხელ მოხვდა რეჟისორის ობიექტივში, მატჩის შემდგომ ინსტაგრამ სთორი გამოაქვეყნა, სადაც ბარსას გოლს აღნიშნავს:


ლაპარაკი მარტივია


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

არბელოა
ბარსელონა
ჩაბი ალონსო
ფერან ტორესი
ლა ლიგა
ჯუდ ბელინგემი
ლამინ იამალი
რაშფორდი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ შეაჩერა რეალმა მოლაპარაკებები მოურინიოსთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეაჩერა რეალმა მოლაპარაკებები მოურინიოსთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი, მუნდიალი და რეალი - კარლო ანჩელოტის ინტერვიუ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი, მუნდიალი და რეალი - კარლო ანჩელოტის ინტერვიუ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის რომელი ლეგენდები უჭერენ მხარს ფლორენტინო პერესის კონკურენტს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის რომელი ლეგენდები უჭერენ მხარს ფლორენტინო პერესის კონკურენტს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას ისევ კამპ ნოუს დატოვება უწევს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას ისევ კამპ ნოუს დატოვება უწევს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

რატომ შეაჩერა რეალმა მოლაპარაკებები მოურინიოსთან?

News image

4 სთ წინ

ნეიმარი, მუნდიალი და რეალი - კარლო ანჩელოტის ინტერვიუ

News image

4 სთ წინ

რეალის რომელი ლეგენდები უჭერენ მხარს ფლორენტინო პერესის კონკურენტს?

News image

2 სთ წინ

ბარსელონას ისევ კამპ ნოუს დატოვება უწევს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება