ბარსელონამ ბორუსია დორტმუნდის ვინგერის, კარიმ ადეიემის ტრანსფერი მთავარ მიზნად აქცია და გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართა.
24 წლის ფეხბურთელმა უკვე უარი თქვა დორტმუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და კატალონიურ კლუბთან პირადი შეთანხმებაც შეათანხმა.
Sky Sport-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების შემტევი მზად არის ესპანეთის ჩემპიონს გრძელვადიანი კონტრაქტით შეუერთდეს. ბორუსია დორტმუნდი თავის ვარსკვლავს 40 მილიონ ევროდ აფასებს. ბარსელონა ფინანსური წნეხის შესამცირებლად გარიგებაში ფეხბურთელების ჩართვასაც განიხილავს, საუბარია რუნი ბარდღჯისა და გილე ფერნანდესზე.
ტრანსფერის მთავარი ინიციატორი ბარსელონას მწვრთნელი ჰანსი ფლიკია, რომელიც ადეიემის შესაძლებლობებს ნაკრებიდან კარგად იცნობს და მას ლამინ იამალისა და რაფინიას გვერდით, შემტევ ხაზში იდეალურ ფიგურად მიიჩნევს.
საქმეში ჩართულია სუპერაგენტი ჟორჟე მენდეშიც. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ადეიემის ყიდვა გავლენას არ მოახდენს კლუბის მეორე მთავარ სამიზნეზე, ბარსელონა ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ხულიან ალვარესის გაფორმებას მაინც გეგმავს.