ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსს პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა - ხორვატ მარინ ჩილიჩთან ორ სეტში დამარცხდა.
ჩილიჩმა პირველი სეტი ერთი ბრეიკით - 6:3 მოიგო, მეორეში კი საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა და ხორვატმა ისიც თავის სასარგებლოდ (7:5-ით) დახურა - 6:3; 7:6.
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე კვალიფიკაციის გავლით მოხვდა - ბერნარ ტომიჩსა და ელიოტ სპიცირის მოუგო.
ჩილიჩი მომდევნო წრეში ლეგენდარულ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.