ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია და ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.
ქართველმა შესარჩევის გადამწყვეტ მატჩში 23 წლის ამერიკელი ელიოტ სპიცირი ორ სეტში დაამარცხა - 6:4; 6:4.
ბასილამ 4 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდების 77%-იანი (26-დან 20) მაჩვენებელი ჰქონდა - 20-დან 13 ქულა მოიგო, ხოლო მეორე მოწოდებაზე 6-დან 3 გათამაშება დაასრულა თავის სასარგებლოდ. გარდა ამისა, 16 ვინერსი შეასრულა და უნებლიედ 7-ჯერ შეცდა.
შანხაის მასტერსის ძირითადი ბადის მატჩები ხვალიდან, 1-ელი ოქტომბრიდან, იწყება. ბასილაშვილი პირველ წრეში ხორვატ მარინ ჩილიჩს ხვდება და თუ მოუგებს, ნოვაკ ჯოკოვიჩზე გადის.