ბათუმში ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლება.
ჩვენი გუნდის რიგებში ნანა ძაგნიძე (2496), ნინო ბაციაშვილი (2461), მერი არაბიძე (2417), ლელა ჯავახიშვილი (2423) და ბელა ხოტენაშვილი (2432) ითამაშებენ. გუნდის კაპიტანი სერგეი მოვსესიანი იქნება.
საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის 1997 წლის ჩემპიონია, 2005; 2009; 2017; 2019 და 2021 წლებში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2011 და 2015 წლებში კი - ბრინჯაოს მედალი.
ბათუმში გასამართი გუნდური ევროპირველობა 5-14 ოქტომბერს ჩატარდება.