ბათუმში მიმდინარე ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა გოგონებმა, რომლებმაც პირველ ტურში საქართველოს მეორე ნაკრებს 4:0 აჯობეს, დღეს სერბეთის ნაკრებთან 2.5 : 1.5 გაიმარჯვეს. თავიანთი პარტიები ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა მოიგეს.
ევროპის ჩემპიონატზე 39 ქვეყნის 376 მოჭადრაკე ასპარეზობს. ტურნირი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.