ბათუმში ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს, საქართველოს ქალთა ნაკრებმა იოლი გამარჯვება მოიპოვა - საქართველოს მეორე ნაკრებს 4:0 მოუგეს.
თავიანთი პარტიები ლელა ჯავახიშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა, მერი არაბიძემ და ნინო ბაციაშვილმა მოიგეს.
ევროპის ჩემპიონატზე 39 ქვეყნის 376 მოჭადრაკე ასპარეზობს. ტურნირი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.