ბათუმში მიმდინარე ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე, მე-3 ტურში, ტურნირის მთავარი ფავორიტი, საქართველოს ქალთა ნაკრები გერმანიასთან 1.5 : 2.5 დამარცხდა.
თავიანთი პარტიები ფრედ ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა დაასრულეს, ნინო ბაციაშვილმა კი შეხვედრა დათმო.
ჩვენს ქალთა ნაკრებს, 3 ტურის შემდეგ, 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში უნგრეთს შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატზე 39 ქვეყნის 376 მოჭადრაკე ასპარეზობს. ტურნირი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.