• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბებიას ბიჭი რომელსაც ჩაგრავდნენ - 9 ლეგენდა მაისურზე მეტსახელით
ფეხბურთიფეხბურთი

ბებიას ბიჭი რომელსაც ჩაგრავდნენ - 9 ლეგენდა მაისურზე მეტსახელით

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა, კაბო-ვერდელი ჟოზემარ ჟოზე ევორა დიასი, მეტსახელით ვოზინია 40 წლის ასაკში ჩილური ფეხბურთის ფლაგმან, კოლო-კოლოს შეუერთდა. დიდი გამოხმაურება გამოიწვია კაბო-ვერდეს მეკარის ტრანსფერმა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის კანონმდებლობა გახლდათ, რომელიც ფეხბურთელებს მაისურზე მეტსახელის დატანას უკრძალავს - საბოლოოდ ფედერაციამ გამონაკლისი დაუშვა და ჟოზემარ ჟოზე ევორა დიასი მის წარდგენაზე 29-ნომრიანი მაისურითა და მის ზემოთ დატანილი აწ უკვე საკულტო მეტსახელით წარსდგა. ბავშვობაში ფეხბურთის თამაშისას თანატოლებზე გაბრაზებული ჟოზემარი ხშირად გარბოდა ბებიასთან სანუგეშოდ, სწორედ ამის გამო შეარქვეს მეგობრებმა მას ვოზინია - რაც პორტუგალიურად პატარა ბებიას, ბებიკოს ნიშნავს. დღევანდელ ბლოგში კიდევ 8 ფეხბურთის  ლეგენდაზე მოგიყვებით, რომლებიც მაისურზე მეტსახელს ატარებდნენ.




სერხიო აგუერო


ლეგენდარული არგენტინელის ზურგს მთელი კარიერის მანძილზე ამშვენებდა გვარის წინ დატანილი მეტსახელი - კუნ. პატარა სერხიო ხშირად უყურებდა იაპონურ ანიმაციურ სერიალს კუმ-კუმს, ხოლო ოჯახის წევრები და მეგობრები მას სერიალის მთავარ პერსონაჟს ამგვანებდნენ.



რიკარდო კაკა


სინამდვილეში ლეგენდარულ ბრაზილიელს რიკარდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტე ჰქვია. საქმე ისაა, რომ ბავშვობაში მისი პატარა ძმას რიკარდოს გამოთქმა უჭირდა - სწორედ აქედან წამოვიდა კაკა, რომელიც შემდეგ ეპოქალურ მეტსახელად იქცა.




გრაფიტე


ბუნდესლიგის ლეგენდას, ედინალდო ბატისტა ლიბანიოს გულშემატკივრების უმრავლესობა მისი მეტსახელით, გრაფიტეთი ვიცნობთ - ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამშობლოში, მატონენსეში თამაშის დროს, მთავარმა მწვრთნელმა ედინალდოს სახელი ვერ გაიხსენა და სხვა ფეხბურთელის სახელი დაუძახა, რომელიც მას ფიზიკურად ძალიან ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ლიბანიოსს თავიდან სახელი გრაფიტე არ მოსწონდა, საბოლოოდ შერჩა და ფეხბურთის ისტორიაში სწორედ ამ სახელით შევიდა.



კაფუ


მეტსახელები რომ ბრაზილიური კულტურის განუყრელი ნაწილია არახალი ამბავია - ამის კიდევ  ერთი ნათელი მაგალითი ლეგენდარული მარკოს ევანგელისტა დე მორაისია. მარკოსს კაფუ ბავშვობაში ფლუმინენსეს ვინგერის კაფურინგას მსგავსების გამო შეერქვა.



იაკუბ ბლაშჩიკოვსკი 


ხშირად პოლონური გვარები წასაკითხადაც რთულია და გამოსათქმელადაც - გამონაკლისი არც დორტმუნდის ლეგენდა იაკუბ ბლაშჩიკოვსკია (Jakub Błaszczykowski ). სწორედ ამიტომ რაღაც პერიოდის მანძილზე პოლონელს მაისურზე მხოლოდ სახელისგან წარმოქნილი შემოკლებული ვერსია - კუბა ეწერა.




კოკე


ისევე როგორც კაკას შემთხვევაში, ატლეტიკოს ლეგენდის ხორხე რესურეკსიონ მეროდიოს მეტსახელიც პატარა ძმის დამსახურებაა - ესპანელის ძმას ხორხეს გამოთქმა უჭირდა.



პელე 


ფეხბურთის მეფის ისტორია განსაკუთრებულია. პელე ბრაზილიის პატარა ქალაქში შუქის მოსვლასთან ერთად დაიბადა, სწორედ ამიტომ მამამისმა მას თომას ედისონის საპატივცემულოდ ედსონი დაარქვა - ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ. როგორც ედსონი იხსენებს, ბავშვობაში ნათურის სავარაუდო გამომგონებლის სეხნიობით ძალიან ამაყობდა. 


იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან წამოვიდა მეტსახელი პელე არაერთი ვერსია არსებობს - გავრცელებულ ვარიანტებში ყველაზე პოპულარული ეს ვერსიაა: პატარა ედსონი არასწორად გამოთქვამდა მისი საყვარელი ფეხბურთელის ბელეს სახელს - სწორედ ეს გახდა მიზეზი თანატოლებისთვის დუ ნასიმენტუსთვის პელე შეექრმიათ.



ხავიერ ერნანდესი


ძალიან საინტერესო ისტორია აქვს მექსიკური ფეხბურთის ლეგენდის ხავიერ ერნანდესის მეტსახელს - ჩიჩარიტოს, რაც ესპანურად პატარა ბარდას ნიშნავს. მექსიკელის მეტსახელი მამამისისგან მოდის - ასევე ფეხბურთელ ხავიერ ერნანდეს უფროსს Chicharo ანუ ბარდა მწვანე თვალების გამო შეარქვეს, ხოლო პატარა ხავიერს ამ სახელის კიდევ უფრო კნინობითი ფორმა Chicharito ხვდა წილად. სწორედ ეს მეტსახელი ამშვენებდა ერნანდესს ზურგს მანჩესტერსა, მადრიდის რეალში თუ სხვა კლუბებში თამაშის დროს - ეროვნულ გუნდში მას ზურგზე ნამდვილი გვარი ეწერა.



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოფიციალურად: რეალმა ახალი ვარსკვლავი დაიმატა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: რეალმა ახალი ვარსკვლავი დაიმატა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი, ბარსელონა თუ სიტი? - როდრიმ არჩევანი გააკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი, ბარსელონა თუ სიტი? - როდრიმ არჩევანი გააკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბებიას ბიჭი რომელსაც ჩაგრავდნენ - 9 ლეგენდა მაისურზე მეტსახელით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბებიას ბიჭი რომელსაც ჩაგრავდნენ - 9 ლეგენდა მაისურზე მეტსახელით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუმ თავისი რჩეული საჯაროდ დაიცვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუმ თავისი რჩეული საჯაროდ დაიცვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

ოფიციალურად: რეალმა ახალი ვარსკვლავი დაიმატა

News image

1 სთ წინ

რეალი, ბარსელონა თუ სიტი? - როდრიმ არჩევანი გააკეთა

News image

1 სთ წინ

ბებიას ბიჭი რომელსაც ჩაგრავდნენ - 9 ლეგენდა მაისურზე მეტსახელით

News image

1 სთ წინ

რონალდუმ თავისი რჩეული საჯაროდ დაიცვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება