ოფიციალურად დადასტურდა, რომ დავიდ ალაბა მადრიდის რეალს ტოვებს.
ჯუდ ბელინგემი ავსტრიელ ფეხბურთელს ემოციური წერილით დაემშვიდობა. ცნობისთვის, ალაბა რეალში 4-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ბელინგემი კი 5-იანით თამაშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასახდელში ისინი გვერდიგვერდ სხედან.
„ჯანდაბა, ეს მართლაც რთულია. ჩემი მეზობელი გასახდელში ყოველდღე და ავტობუსში ყოველ თამაშზე. წარმოიდგინე, რა რთული იქნება მარცხნივ გახედვა და იქ შენი ვერ დანახვა, მოედანზე ყოველი ეპიზოდის დროს შენი ხმის ვერ გაგონება, შენს კარადაში შემოტანილი ყოველი ახალი ნივთის ვერ მოპარვა და ჩემი ძია დეივის გვერდით არყოლა ნებისმიერი პრობლემისა თუ ხუმრობის გასაზიარებლად.
ძალიან ბევრი მოგონება გვაკავშირებს მოედანზეც და მის მიღმაც, და არ არსებობს არცერთი, რომელსაც სითბოთი არ გავიხსენებ. შენ ხარ სამაგალითო პროფესიონალი, წარმოუდგენელი ფეხბურთელი, მაგრამ ის, რაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, შენი პიროვნების მასშტაბია. თავმდაბალი, მხიარული, პოზიტიური, მაგრამ ამავე დროს ნამდვილი ლიდერი და დაუღალავი შენს საქმეში ყოველ დღე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კარიერასა და ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გვანსხვავებდა (სხვადასხვა ეტაპზე ვიმყოფებოდით), პირველივე დღიდან შენს ფრთებს ქვეშ შემიფარე და ყოველთვის ჩემ გვერდით იყავი, რაც არ უნდა დამჭირვებოდა. შინაგანად მამანადგურებდა იმის ყურება, თუ როგორ დაატყდა ასეთ დიდებულ ადამიანს უდიდესი უბედურება (მძიმე ტრავმა), მაგრამ შენ ეს ღირსეულად გადაიტანე - ყოველდღიური ღიმილით, ცეკვითა თუ კარაოკეს კატასტროფული შესრულებით!
როცა ვფიქრობდი, რომ შენდამი ჩემი აღფრთოვანება ვეღარ გაიზრდებოდა, ის ორმაგდებოდა... კიდევ და კიდევ. ასე რომ, მადლობა ყველაფრისთვის და მიყვარხარ, ჩემო ძმაო! ჩვენს აშენებულ ურთიერთობას იმაზე მეტად ვაფასებ, ვიდრე ოდესმე გაიგებ! ეს დიდი პატივი იყო, ლეგენდა!", - წერს ინგლისელი სოც.ქსელში.