რეალში ამ ზაფხულს ცვლილებები იგეგმება.
როგორც ესპანელი ჟურნალისტი მიგელ სერანო იტყობინება, კლუბში ფეხბურთელები ორ ნაწილად გაიყვნენ: გარკვეულმა ნაწილმა ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ ამ ზაფხულს კლუბიდან წასვლას არ აპირებს, მეორე ნაწილი კი დათანხმდა წასვლას და მზადაა, კლუბი ამ ზაფხულსვე დატოვოს.
კერძოდ, ფეხბურთელები, რომლებიც წასვლას დათანხმდნენ, არიან:
ფრან გარსია, დანი სებალიოსი, გონსალო გარსია და ფრანკო მასტანტუონო. ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით კლუბს იჯარით დატოვებს ათამაშებისა და მომავალში დაბრუნების იმედად. გარდა ამისა, უკვე დადასტურებულია დანი კარვახალისა და დავიდ ალაბას წასვლა, რომლებიც სანტიაგო ბერნაბეუს დღეს დაემშვიდობებიან.
აი, წასვლის წინააღმდეგ კი სამი ფეხბურთელი გამოვიდა, რომელთა მომავალიც, სხვადასხვა მიზეზებით, ბურუსით იყო მოცული. კერძოდ, კლუბს საკუთარი დარჩენის შესახებ ღიად განუცხადეს ფედე ვალვერდემ, ედუარდო კამავინგამ და რაულ ასენსიომ.
ვალვერდეს გაყიდვაზე რეალი ჩუამენისთან კონფლიქტის შემდეგ დაფიქრდა, კამავინგას გაშვების სურვილს მადრიდელებს უკვე დიდი ხანია აწერენ, ასენსიო კი კლუბის გეგმებში არ შედის, თუმცა წასვლა თავად კატეგორიულად არ სურს.