ჯუდ ბელინგემის აზრით, რეალს არსენალთან 0:3-ზე დიდი ანგარიშითაც შეეძლო წაგება.
„ფაქტი ის არის, რომ დადებით შედეგთან ახლოსაც კი არ მივსულვართ. არსენალი ძალიან კარგი იყო.
გასაგებია, რომ ორი გოლი ჯარიმიდან მაღალი ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არსენალს კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო.
კიდევ გაგვიმართლა, რომ მხოლოდ სამი გოლი გავუშვით.
წინ საპასუხო თამშია და ამას არ ვივიწყებთ. თუმცა, რაღაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელი უნდა მოხდეს. თუ ეს სადმეა შესაძლებელი, მხოლოდ სანტიაგო ბერნაბეუზე." - აღნიშნა ინგლისელმა შემტევმა.