ესპანელი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის აზრით, მას რეალში საკმარისი დრო არ მიეცა.
ბენიტესმა რეალი 2015 წლის ივნისში ჩაიბარა და თანამდებობა 2016 წლის იანვარში დაატოვებინეს. მის ნაცვლად რეალში ზიდანი დაინიშნა, რომელმაც გუნდს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა.
„ჩემი რეალი ძალიან კარგად თამაშობდა, ყველანაირი სირთულის მიუხედავად, როგორიც თუნდაც ბენზემას ტრავმა იყო.
საკმარისი დრო არ მომცეს. იანვარში ბარსელონას მხოლოდ ხუთი ქულით ჩამოვრჩებოდით და განვითარებაც შეგვეძლო, მითუმეტეს ბენზემას დაბრუნების შემდეგ.
ვფიქრობ, სიტუაციის სულ სხვაგვარად წარმართვა შეიძლებოდა." - აღნიშნა ბენიტესმა.
რეალის სათავეში ბენიტესმა 25 მატჩი ჩაატარა - 17 მოიგო, 5-ჯერ ფრე ითამაშა და 3 წააგო, მათ შორის კლასიკოში 0:4 განადგურდა.