პორტუგალიელი ფეხბურთელი ჟოაო ფელიქსი შესაძლოა ბენფიკაში დაბრუნდეს.
პორტუგალიური გამოცემა Maisfutebol-ის ინფორმაციით, პორტუგალიურმა კლუბმა ჩელსისთან მოლაპარაკებებში საგრძნობ პროგრესს მიაღწია და დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში საბოლოო შეთანხმების მიღწევაც მოხერხდება.
პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც ბენფიკას პრეზიდენტი რუი კოშტა ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდა.
თავდაპირველად არწივები ფელიქსის იჯარით დაბრუნებას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ მხარეებს შორის მოლაპარაკებები სრულფასოვან ტრანსფერზე წარიმართა.
ფელიქსი მშობლიურ კლუბში დაბრუნების სურვილს ბოლო პერიოდში ხშირად გამოთქვამდა.
ამავდროულად, ბენფიკადან წავა ორკუნ კოკჩუ, რომელიც კარიერას ბეშიქთაშში გააგრძელებს. თურქული კლუბი ფეხბურთელს იჯარით და 25+5 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატებს.