ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გამართულ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
ვერცხლის მედალს რამაზ ბასილია (71 კგ.) დაეუფლა - ფინალი სომეხ ჯანეს ნაზარიანთან დათმო, ბრინჯაოს მედლები კი ლუკა ბუიღლიშვილმა (80 კგ.) და საბა ტაკიძემ (110 კგ.) მოიგეს.
ბუიღლიშვილმა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, უკრაინელი დანილ მელნიჩუკი დაამარცხა, საბა ტაკიძემ (110 კგ.) კი კიდევ ერთ უკრაინელ მაქსიმ სოკოლიუკს აჯობა.