საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უნგრეთთან გუნდის მიერ დაშვებული შეცდომები შეაფასა.
მწვრთნელის თქმით, წინა მატჩის საწყის წუთებში მეტოქის მხრიდან ძლიერი წნეხი იყო, თუმცა შეხვედრის ბედი საბოლოოდ წვრილმანმა დეტალებმა გადაწყვიტა:
რაც შეეხება პირველ თამაშს, დაგეთანმებით, რომ საწყისი 15 წუთი მეტოქის მხრიდან ძალიან აგრესიული პრესინგი მოდიოდა. არის ორი ფაქტორი, ერთი გოლის ფაქტორი იყო. გაიტანეს გოლი და შეიძლება თვითონ გადაწყვიტეს სხვანაირი თამაში, თუმცა ვთვლი, რომ არ არსებობს გუნდი, რომელიც 90 წუთი მაღალ აგრესიულ პრესინგს ითამაშებს, ეს წარმოუდგენელია.
რაც შეეხება თამაშის შინაარსს, უნგრეთთან თამაში რომ ავიღოთ და წყნარად დეტალებში გავაანალიზო ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თამაში იდეალურთან მიახლოებულიც არ იყო, საქართველოს ნაკრებს ეს თამაში წასაგები არ ჰქონდა, დეტალებმა გადაწყვიტეს ყველაფერი.
სვანაძემ აღნიშნა, რომ სამწვრთნელო შტაბმა და გუნდმა ამ დეტალებზე ბევრი იმუშავა და იმედს გამოთქვამს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასიკეთოდ შებრუნდება:
იმ თამაშში, სამწუხაროდ, უნგრეთი უფრო აღმოჩნდა მზად, ვიდრე ჩვენ, თუმცა ამ დეტალებზე ბევრი ვიმუშავეთ და ხვალ იმედი მაქვს ეს ყველაფერი პირიქით იქნება და დეტალები ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტენ თამაშს.