იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა თქვა სვანაძემ უნგრეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე? - სრული ვერსია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

რა თქვა სვანაძემ უნგრეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე? - სრული ვერსია

12 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უნგრეთთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.

"შედეგები ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო მდგომარეობის გამო, ისე წმინდა ფსიქოლოგიური კუთხით. ჩვენი სტაფისთვის მოსამზადებელი პროცესი და ეტაპი ისედაც დაწყებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული შეხვედრის მოგება ჩვენი მიზანი არ იქნება. თანდათან ჩვენი თამაში დაიხვეწება და ამ პროცესის ბუნებრივად დაჩქარებაში ყველაზე მეტად სწორედ პოზიტიური შედეგები დაგვეხმარება.

გვქონდა მცირე საკადრო პრობლემები, რამდენიმე ფეხბურთელს რამდენიმე დღე გაუცდა, თუმცა გუშინდელი ვარჯიშიდან მოყოლებული ყველა მათგანი მზადაა, ალთუნაშვილის გარდა.

რაც შეეხება გუნდში მენტალურ მხარეს, ყველაფერი რიგზეა და ვიცი, რომ ბიჭებს ამაზე საუბარი ერთმანეთშიც ჰქონდათ. ვერ ვიტყვი, რომ წინა თამაშებში ამ მხრივ რამე გვაკლდა, უბრალოდ, ფეხბურთში ასეთი ამბები ძალიან ხშირია და არა მხოლოდ ჩვენ თავს - აღმართს დაღმართი მოსდევს. ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ და გვინდა, რომ ეს ყველაფერი ხვალინდელი თამაშიდანვე გამოჩნდეს.

ყველამ იცით, რომ შეტევაში ძალიან სერიოზული დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ძალიან კარგი შემტევები, რომელთაც მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლა შეუძლიათ. გეტყვით, რომ ამაზე აქცენტები გავაკეთე, ვიმუშავეთ და დანარჩენს თამაში გვანახებს.

დაგეთანხმებით, რომ უნგრეთში გამართული შეხვედრა მათგან ინტენსიური და აგრესიული იყო, განსაკუთრებით საწყისი 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ სცენარი შეიცვალა, შეიძლება ეს იმიტომაც, რომ ისინი ანგარიშში დაწინაურდნენ და გარკვეულწილად თამაში შეცვალეს, თუმცა არ არსებობს გუნდი, რომელიც 90 წუთი ასე ითამაშებს. საერთო სურათის მიუხედავად, თუკი დეტალებს ჩავუღრმავდებით და გავარჩევთ, ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებს ის თამაში წასაგები არ ჰქონდა და ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტეს. სწორედ ამ დეტალებზე ბევრი ვიმუშავეთ და, იმედი მაქვს, ამ თამაშში მათ უკვე ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენებთ და შედეგიც ჩვენთვის სასიკეთო იქნება.

დაკვირვებული თვალი ნაკრებში ჩემს სამწვრთნელო ხელწერას წინა მატჩებშიც შეამჩნევდა. ცხადია, უფრო დიდი სურათისთვის დრო დაგვჭირდება, რის შემდეგაც ჩვენს იდეებსა და გეგმას უკეთესად დაინახავთ. ჩვენ ერთმანეთს პირველად არ ვხვდებით, სწორედ ჩემი და ჩემი სტაფის ხელმძღვანელობით ითამაშა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ორ ევროპის ჩემპიონატზე. იქ ნათლად დაინახავდით, თუ რა იყო ჩვენი ხელწერა. ჩვენი ხელწერის ერთ-ერთი დეტალია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდეს მოედანზე რა უნდა გააკეთოს და რატომ უნდა გააკეთოს", - აღნიშნა სვანაძემ.

4 ტურის შედეგებით, ჯგუფს 8-ქულიანი ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს, უნგრეთს 7 ქულა აქვს, უკრაინას - 4, ხოლო საქართველოს - 2.

საქართველო უნგრეთთან ისტორიაში მეოთხე ურთიერთშეხვედრას ჩაატარებს: 2-ჯერ უნგრელებმა მოიგეს, ერთხელ - ჯვაროსნებმა (2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე, თბილისში).

საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებთა შეხვედრა 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათიდან გაიმართება.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი. 13 ნოემბრის 17:00 საათის მონაცემებით, 16 500-მდე ბილეთია გაყიდული. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები
რამაზ სვანაძე
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დადებითი შედეგები მნიშვნელოვანია“ - რამაზ სვანაძე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დადებითი შედეგები მნიშვნელოვანია“ - რამაზ სვანაძე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სვანაძე: "ფეხბურთში დაღმართს აღმართი მოსდევს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სვანაძე: "ფეხბურთში დაღმართს აღმართი მოსდევს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სვანაძე: "ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი სხვანაირად იქნება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სვანაძე: "ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი სხვანაირად იქნება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ბევრი ვიმუშავეთ ამ დეტალებზე" - სვანაძე უნგრეთთან პირველ თამაშს აფასებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ბევრი ვიმუშავეთ ამ დეტალებზე" - სვანაძე უნგრეთთან პირველ თამაშს აფასებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

33 წთ წინ

„ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დადებითი შედეგები მნიშვნელოვანია“ - რამაზ სვანაძე

News image

25 წთ წინ

სვანაძე: "ფეხბურთში დაღმართს აღმართი მოსდევს"

News image

8 წთ წინ

სვანაძე: "ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი სხვანაირად იქნება"

News image

2 წთ წინ

"ბევრი ვიმუშავეთ ამ დეტალებზე" - სვანაძე უნგრეთთან პირველ თამაშს აფასებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება