საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უნგრეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის შეტევის ხაზსა და ბოლო პერიოდში გატანილ გოლებთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრა.
მწვრთნელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შეხვედრებში გოლის გატანა ვერ მოხერხდა, გუნდს შესაბამისი პოტენციალი აქვს, რომ ხვალინდელ მატჩში სიტუაცია გამოასწოროს:
გოლი ვერ გავიტანეთ ბოლო რამდენიმე შეხვედრაში. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა ასეთი რაღაცები ხდება ფეხბურთში. ვეცდებით, ეს ყველაფერი ხვალ ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ. გვყავს ძალიან კარგი შემტევები, მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა, დღეს არიან გუნდში ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი სხვანაირად იქნება.