გოგა ბითაძის ორლანდოსთვის NBA-ს მიმდინარე სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო.
გუნდს 7 მატჩიდან მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული და საშინაო კედლებში ჯერ კიდევ ვერ იგებს. ამჯერად ფლორიდელები საკუთარ პარკეტზე ვაშინგტონს დაუპირისპირდნენ და მეტოქესთან 94:103 დამარცხდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და მასპინძლები მხოლოდ 1 ქულით (59:60) აგებდნენ, მესამე მეოთხედში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ორლანდომ 12 წუთის განმავლობაში მხოლოდ 9 ქულის ჩაგდება შეძლო, რაც გუნდისთვის ნამდვილ ჩავარდნად იქცა.
სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს ამ შეხვედრაში სათამაშო დრო არ მისცემია და მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს. მასპინძელთა რიგებში 24 ქულით საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, დესმონდ ბეინმა კი 20 ქულა მიითვალა. გამარჯვებულთაგან 27 ქულით ენტონი დევისი გამოირჩა, იჯეი დიბანცამ 21, ხოლო კიშონ ჯორჯმა 22 ქულა დააგროვა.