საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის რაგბის ერთა თასის ნოემბრის მატჩებს თბილისში გამართავს.
ზაფხულის სამხრეთამერიკულ ტურნეზე გამართული სამი შეხვედრის (ურუგვაისთან, სამოასთან და ჩილესთან) მოგებით, ბორჯღალოსნები ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობენ.
ნოემბრის თამაშების დასრულების შემდეგ კი ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.
საქართველოს ნაკრების ნოემბრის მატჩების სრული კალენდარი ასე გამოიყურება:
7 ნოემბერი, ავჭალის სტადიონი
18:00 | საქართველო - კანადა
14 ნოემბერი, ავჭალის სტადიონი
18:00 | საქართველო - ტონგა
21 ნოემბერი, მიხეილ მესხი
18:00 | საქართველო - აშშ