• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მატჩის მთავარი გმირები - როგორ მოვიგეთ პორტუგალიასთან?
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

მატჩის მთავარი გმირები - როგორ მოვიგეთ პორტუგალიასთან?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო.


პორტუგალია შეხვედრას 20 წუთის განმავლობაში ლიდერობდა (საქართველო ლიდერის რანგში 19:13 წუთი იმყოფებოდა, ხოლოს 0:47 წუთი ფრე იყო), თუმცა საქართველოს ნაკრების მეორე ნახევრის ბრწყინვალე ტაქტიკურმა შესრულებამ თამაშის სცენარი სრულად შეცვალა.


გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი. მართალია, ის მასპინძელთა ორი სამქულიანითა და 48:41 გალიდერებით დაიწყო, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა თამაში მალევე შემოატრიალეს. 6:29-დან 5:09 წუთამდე მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა 10:0 გაქცევა განახორციელა და 52:47 ჩამორჩენა 57:52 დაწინაურებად აქცია.

გადამწყვეტი ეპიზოდი მესამე პერიოდის დასრულებამდე 5:45 წუთით ადრე დადგა, როდესაც თორნიკე შენგელიამ ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა (52:52). სულ რაღაც 10 წამში კი, 5:35 წუთზე, რატი ანდრონიკაშვილმა მეტოქეს ჩაუჭრა და სწრაფი შეტევა ეფექტური ორქულიანით დააგვირგვინა, საქართველო მატჩში პირველად დაწინაურდა (54:52). 1 წუთისა და 48 წამის განმავლობაში (6:58-დან 5:09-მდე) ჩვენმა ნაკრებმა თამაშიდან 5-დან 4 ბურთი ჩააგდო, 0 დაკარგვა ჰქონდა, პორტუგალიელებს კი 3 დაკარგვა აიძულა და თამაშის სადავეები საბოლოოდ ჩაიგდო ხელში.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე შეუცვლელად, სრული 40:00 წუთი ითამაშა და გუნდს 26 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით ულიდერა. მან 15-დან 8 თამაშიდან ნასროლი მოათავსა კალათში (მათ შორის 8-დან 4 სამქულიანი) და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.


რატი ანდრონიკაშვილმა ნაკრებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 35:23 წუთში მან 20 ქულა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. რაც ყველაზე შთამბეჭდავია, რატის არც ერთი დაკარგვა არ ჰქონია, ხოლო თამაშიდან 11-დან 9 ბურთი ჩააგდო.


სანდრო მამუკელაშვილმა 36:51 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, რამაც თავდასხმაში ჩვენს გუნდს უდიდესი მრავალფეროვნება შესძინა.


აღსანიშნავია ალექსანდრ ჯიკიჩის ყველაზე ეფექტური ხუთეული: თორნიკე შენგელიას, გოგა ბითაძის, რატი ანდრონიკაშვილის, სანდრო მამუკელაშვილისა და მარკის რიდის შემადგენლობამ მოედანზე ერთად 19:10 წუთი დაჰყო და გუნდს +8-იანი უპირატესობა მოუტანა.

რთული სათქმელია, დარჩენილ ოთხ ტურში რამდენი მატჩის მოგება იქნება საკმარისი მუნდიალზე გასასვლელად, თუმცა ფაქტი ერთია: წინ დიდი ბრძოლები გველის, მით უმეტეს, რომ სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე NBA-ს სეზონის დაწყების გამო მომდევნო საკვალიფიკაციო ფანჯრებში ეროვნულ ნაკრებს ვეღარ დაეხმარებიან.



მომდევნო მატჩები ჩვენს ეროვნულ გუნდს ნოემბერში ელის. 26-ში საბერძნეთს სტუმრად ვეთამაშებით, ხოლო 29-ში თბილისში პორტუგალიას ვმასპინძლობთ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

კალათბურთი
საქართველო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ასეთი საქართველო რა სანახავია?! - როგორ მოვიგეთ უმნიშვნელოვანესი მატჩი პორტუგალიაში

•კალათბურთი

კალათბურთი

ასეთი საქართველო რა სანახავია?! - როგორ მოვიგეთ უმნიშვნელოვანესი მატჩი პორტუგალიაში
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დინამო ისევ საჩემპიონო რბოლაშია - რამდენი ქულაა სხვაობა ლიდერთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დინამო ისევ საჩემპიონო რბოლაშია - რამდენი ქულაა სხვაობა ლიდერთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯგუფის ძალიან მოულოდნელი ლიდერი - რა მდგომარეობაა ცხრილში?

•კალათბურთი

კალათბურთი

ჯგუფის ძალიან მოულოდნელი ლიდერი - რა მდგომარეობაა ცხრილში?
•კალათბურთი

კალათბურთი

ქართველთა რეიტინგები FC 27-ში - რეკორდული წელი ჩვენთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველთა რეიტინგები FC 27-ში - რეკორდული წელი ჩვენთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

ასეთი საქართველო რა სანახავია?! - როგორ მოვიგეთ უმნიშვნელოვანესი მატჩი პორტუგალიაში

News image

3 სთ წინ

VIDEO: დინამო ისევ საჩემპიონო რბოლაშია - რამდენი ქულაა სხვაობა ლიდერთან?

News image

3 სთ წინ

ჯგუფის ძალიან მოულოდნელი ლიდერი - რა მდგომარეობაა ცხრილში?

News image

27 წთ წინ

ქართველთა რეიტინგები FC 27-ში - რეკორდული წელი ჩვენთვის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება