საქართველოს ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო - უშუალო კონკურენტ პორტუგალიას სტუმრად 98:90 აჯობა.
პრინციპში, ჯგუფში ისეთი მდგომარეობაა, ნებისმიერი ნაკრები ერთმანეთის კონკურენტია - მთავარ საკალათბურთო ტურნირზე გასვლის შანსს ექვსივე ინარჩუნებს, საგზური კი მხოლოდ სამია.
1. უკრაინა - 6 მოგება / 2 წაგება - ქულები +60;
2. ესპანეთი - 5 მოგება / 3 წაგება - ქულები +91;
3. საქართველო - 5 მოგება / 3 წაგება - ქულები +23;
4. პორტუგალია - 4 მოგება / 4 წაგება - ქულები +34;
5. საბერძნეთი - 4 მოგება / 4 წაგება - ქულები +21;
6. მონტენეგრო - 4 მოგება / 4 წაგება - ქულები -59.
უკრაინის სახით, ჯგუფს მოულოდნელი, თუმცა დამსახურებული ლიდერი ჰყავს, ესპანეთი საქართველოს ურთიერთშეხვედრებში ქულების უკეთესი ბალანსის გამო უსწრებს, დანარჩენ სამ გუნდს კი 4-4 მოგება და მსოფლიოზე გასვლის რეალური შანსი აქვს.
სათამაშო კიდევ 4 ტურია და საუკეთესო 3 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ამის შემდეგ მიიღებს - ჩვენი გუნდი ნოემბერში საბერძნეთსა (26 რიცხვში, სტუმრად) და პორტუგალიას (29 რიცხვში, თბილისში) შეხვდება, ხოლო 26 თებერვალს მონტენეგროს ესტუმრება და 1 მარტს საბერძნეთს უმასპინძლებს.
ასეთი საქართველო რა სანახავია?! - როგორ მოვიგეთ უმნიშვნელოვანესი მატჩი პორტუგალიაში