VIDEO: დინამო ისევ საჩემპიონო რბოლაშია - რამდენი ქულაა სხვაობა ლიდერთან?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ბოლო მატჩი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დინამო თბილისსა და დილა გორს შორის გაიმართა - დედაქალაქელებმა 2:1 მოიგეს.
დინამოელები ნიკა ნინუამ დააწინაურა, მეორე გოლი კი მაქსიმ ტეიშეირას ანგარიშზეა, გორელთაგან თავი ბლენკსონ ანოფმა გამოიჩინა.
ნინუამაც და ტეიშეირამაც მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ შეაგდეს, სამაგიეროდ, ქართველს 8 საგოლე პასი აქვს, ფრანგს - 1. აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინდელ მატჩში ასისტების დუბლი ლეო სანტოსმა შეასრულა და 5 საგოლე მოქმედება მოუგროვდა - 2 გოლი, 3 ასისტი.
დინამომ დილასთან 4-თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და, რუსთავთან მარცხის შემდეგ, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
თემურ ქეცბაიას გუნდს ახლა 37 ქულა და ლიდერ რუსთავზე (42 ქულა) თამაშით ნაკლები აქვს, მომდევნო ტურში კი ქუთაისში, ტორპედოს შეხვდებიან - 6 სექტემბერს.
რაც შეეხება დილას, გუნდს ბოლო ათწლეულში, ალბათ, ყველაზე სუსტი სეზონი აქვს და კვლავ პლეი-აუტის ზონის თავზეა - იმ ზონიდან გორელთა მთავარი კონკურენტი და 3 ქულით ნაკლების ამღები გაგრაა, რომელსაც 5 სექტემბერს თენგიზ ბურჯანაძეზე უმასპინძლებენ.