საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად პორტუგალიის ნაკრები მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 98:90 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარები მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა და კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა გააკეთეს.
ალექსანდრ ჯიკიჩმა მეტოქის სიძლიერესა და მათ შემადგენლობაში არსებულ ტალანტებზე ისაუბრა, აღნიშნა რა, რომ პორტუგალიამ მანამდე ესპანეთისა და საბერძნეთის დამარცხებაც შეძლო. ჯიკიჩმა განაცხადა:
უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ის ძალიან რთული მეტოქეა, ძალიან რთული. მათ იმაზე მეტი ტალანტი ჰყავთ, ვიდრე ამას ხალხი ხედავს.
მან ასევე ხაზი გაუსვა გუნდში ისეთი მოთამაშეების დამატებას, როგორიცაა NBA-ს კალათბურთელი კეტა, კოლეჯების ლიგიდან პრეი და მაღალი დონის სნაიპერი უილიამსი, რის გამოც ქართველებს ძალიან მძიმე ამოცანა ხვდათ წილად. მწვრთნელმა განსაკუთრებულად გაუსხვა ხაზი თორნიკე შენგელიას 40-წუთიანი დატვირთვა და გუნდის წამყვანი მოთამაშეების უზარმაზარი ძალისხმევა.
თავის მხრივ, რატი ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ გუნდმა ზუსტად შეასრულა მწვრთნელის დავალება.
მან აღნიშნა:
ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. გავაკეთეთ ის, რაც მწვრთნელმა გვთხოვა. თამაში მოვიგეთ. მადლობა მწვრთნელს, ჩვენს მოთამაშეებს და მთელ საქართველოს. უზომოდ ვამაყობ ბიჭებით და თითოეული ადამიანით. უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო იმ 15 ბიჭს, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ.
აი ამ კაცს, რომელსაც რაღაც მიზეზის გამო ჩემი სჯერა და მენდობა, მე კი უბრალოდ ვცდილობ, თუნდაც იმის ნახევარი ვითამაშო. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთო და მორჩა. არ მაინტერესებს ქულები. არაფერი მაინტერესებს, გარდა მოგებისა. უბრალოდ, იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი სჯერა და ასეთი ძალიან ცოტაა, მინდა იმავეთი ვუპასუხო და სულ ეს არის.