კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის აგვისტოს ფანჯარა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ფინალური ტურნირის საგზურს მეორე ეტაპის ოთხი ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
I ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პირველი ორი ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება: პირველ ადგილს უკრაინა იკავებს (6 მოგება, 2 მარცხი, 14 ქულა), მეორეზე ესპანეთია (5 მოგება, 3 მარცხი, 13 ქულა), მესამე პოზიციას საქართველო იკავებს (5 მოგება, 3 მარცხი, 13 ქულა), მეოთხე-მეექვსე ადგილებს კი შესაბამისად პორტუგალია, საბერძნეთი და მონტენეგრო ინაწილებენ (ყველას 4 მოგება, 4 მარცხი და 12 ქულა აქვს).
საქართველოს ნაკრები მომავალ შეხვედრებს ნოემბერში გამართავს. 26 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 29 ნოემბერს შინ პორტუგალიას მიიღებს.
ამის შემდეგ 26 თებერვალს მონტენეგრო გვიმასპინძლებს, ხოლო პირველ მარტს კი სახლში საბერძნეთს შევხვდებით.
რაც შეეხება დანარჩენ ჯგუფებს, J ჯგუფს 16 ქულით თურქეთი ლიდერობს, რომელსაც სერბეთი (14 ქულა) და იტალია (13 ქულა) მოსდევენ. K ჯგუფში 15-15 ქულით ხორვატია, პოლონეთი და გერმანია ლიდერობენ, ხოლო ნიდერლანდებმა და ისრაელმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი უკვე დაკარგეს. L ჯგუფის სათავეში საფრანგეთია 15 ქულით, რომელსაც ფინეთი (13 ქულა) და სლოვენია (12 ქულა) მოჰყვებიან.