ფორმულა 1-ში ბრაზილიის გრან პრი იმართება.
სპრინტის შემდეგ კვალიფიკაცია გაიმართა, სადაც პოულ პოზიცია ლანდო ნორისმა მოიპოვა.
ბრაზილიის სპრინტი ნორისმა მოიგო და პიასტრისთან უპირატესობა გაზარდა
მაკლარენის ბრიტანელმა პილოტმა უსწრაფესი წრე (1:09.511) დააფიქსირა და ხვალინდელ რბოლას სათავეში ჩაუდგება. მე-2 პოზიციაზე მერსედესის იტალიელი მბრბოლელი კიმი ანტონელი იქნება (+0.174), მე-3 ადგილი კი ფერარის მონეგასკმა პილოტმა შარლ ლეკლერმა მოიპოვა (+0.294).
სენსაციურად კვალიფიკაციის პირველი სეგმენტი ვერ გადალახა ოთხგზის ჩემპიონმა მაქს ვერსტაპენმა, რომელიც რბოლას მე-16 პოზიციიდან დაიწყებს. ათეულში ვერ მოხვდა შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონიც.
კვალიფიკაციის საბოლოო შედეგი კი ასეთია.

რბოლა 9 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.